• იანვარი 21, 2022 10:51 am

ვინუს უილიამსი: ,,ჩოგბურთს იქამდე ვითამაშებ, სანამ ჩოგნის მოქნევა შემეძლება”

ლეგენდარული ჩოგბურთელი ვინუს უილიამსი მადრიდის მასტერსზე იასპარეზებს.

40 წლის ვეტერანი ჩოგბურთელი შეჯიბრების პირველ წრეში თანამემამულე ჯენიფერ ბრედის შეხვდება.

ტურნირის ორგანიზატორებმა უილიამსთან მცირე ინტერვიუ ჩაწერეს, სადაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი კომენტარს მადრიდში გასამართ ტურნირის შესახებ აკეთებს. მან ასევე კარიერის დასრულებაზეც ისაუბრა.

ვინუს უილიამსი: ,,ბედნიერი ვარ, რომ მაღალი დონის ტურნირში მონაწილეობის შანსი კიდევ მომეცა.
ვფიქრობ ჩოგბურთის თამაში კიდევ შემიძლია და ეს მადრიდის მასტერსის დონის შეჯიბრებებში უნდა დავამტკიცო.
ტურნირის პირველ წრეში ჯენიფერ ბრედის სახით ძლიერი მოწინააღმდეგე მყავს.
მე მის თაშებს თვალს ვადევნებ და ვამჩნევ, რომ პროგრესს განიცდის.
ძალიან რთული თამაში იქნება და ვეცდები მოსაგებად მაქსიმალური გავიღო.
ვფიქრობ თუ არა კარიერის დასრულებაზე?
ახლა ისეთ ასაკში ვარ, რა თქმა უნდა ვფიქრობ. საყვარელ საქმესთან განშორება ძალიან ძნელია. ჯერჯერობით, გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩოგბურთს იქამდე ვითამაშებ, სანამ ჩოგნის მოქნევა შემეძლება.” – განაცხადა ლეგენდარულმა ჩიგბურთელმა ვინუს უილიამსმა.

ვინუს უილიამსი 17 ივნისს, 41 წლის გახდება.  იგი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია, ვისაც მადრიდის მასტერსზე უთამაშია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.