• იანვარი 25, 2022 5:08 pm

მარიამ ბოლქვაძე ზაგრების ტურნირს ერთეულთა თანრიგში გამოეთიშა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ერთეულთა თანრიგში მარიამ ბოლქვაძემ პირველივე შეხვედრა წააგო.

1/16 ფინალურ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ ალენინა კალინინასთან დამარცხდა.

სლავმა ჩოგბურთელმა ბოლქვაძეს 3-სეტში 6-3, 6-7, 6-2 სძლია.

მარიამ ბოლქვაძე წყვილებში ზაგრების ტურნირზე გამოსვლას აგრძელებს.

მარიამ ბოლქვაძისა და ესპანელ კრისტინა ბუჩას წყვილი 1/4 ფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ ქსენია კნოლისა და რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს დუეტს შეხვდება.
დაპირისპირება 29 აპრილს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.