• იანვარი 28, 2022 9:57 pm

მარიამ ბოლქვაძე ზაგრების ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.

წყვილთა თანრიგში ბოლქვაძისა და ესპანელ კრისტინა ბუჩას ტანდემმა ხორვატ მარიანა დრაზიჩისა და ბოსნია&ჰერცოგოვინელ დეა ჰერძეკასის დუეტს 7-5, 5-7, 10-1 სძლია.

მარიამ ბოლქვაძისა და ესპანელ კრისტინა ბუჩას წყვილი 1/4 ფინალში პირველ ნომრად განთესილ შვეიცარიელ ქსენია კნოლისა და რუმინელ ელენა გაბრიელა რუსეს დუეტს შეხვდება.
დაპირისპირება 29 აპრილს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.