• იანვარი 25, 2022 11:37 am

MMA მებრძოლი სოფო ბაღიშვილი – ,,სპორტი არის მეორე ადგილზე ჩემს ცხოვრებაში,პირველ ადგილას კი ოჯახი.”

სოფო ბაღიშვილის სახით საქართველოს ჰყავს ახალგაზრდა, ლამაზმანი MMA მებრძოლი სოფო ბაღიშვილი.

ამ ერთი შეხედვით ჰაეროვანი გოგონას მიღმა უძლიერესი მებრძოლი და საოცრად ჭკვიანი მანდილოსანი დგას. სოფომ მისი გამარჯვებებით ჩვენი გულები დაიპყრო, ალბათ სწორედ ამიტომაცაა ის უკვე მერამდენედ ჩვენი სპორტული მედიის marca.ge ყურადღების ცენტრშიცაა.

როგორც სოფო ჩვენთან საუბარში აცხადებს ელოდება ახალ ბრძოლას და საუკეთესო ამბებს.

 

-სოფო როგორ ატარებთ თავისუფალ დროს? სოციალური ქსელიდან ჩანს რომ ხშირად ხართ ბუნებაში… ბუნება თქვენი სტიქიაა?

-ძალიან მიყვარს ბუნება და ტურიზმი, მიყვარს ველოსიპედით მოძრაობა. ყველაზე მეტად კი მიყვარს შვილთან ერთად დროის გატარება.

 

-სოფო თქვენ ძლიერი ქალის სახე ხართ, რას გვეტყოდით როგორია ძლიერი ქალი დარა ძალუძს ქალებს, რას გვეტყოდთ ქალისა დამამაკაცის თანასწორობაზე?

-მე მჯერა, რომ ქალებს ძალუძთ ბევრი რამ, თუნდაც ფიზიკურად. ქალი და კაცი არ არის თანასწორი, მე ვფიქრობ, რომ ქალი მამაკაცის გვერდით უნდა იყოს სუსტი და სახლში უნდა იყოს ნაზი და კეთილი. სხვა სიტუაციებში, ქალმა უნდა აჩვენოს თავისი ძლიერი მხარეები თუნდაც მამაკაცების გვერდით.

 

-სად იმყოფებით ამჟამად და რით ხართ ძირითადად დაკავებული?

-ახლა ოჯახთან ერთად რუსთავში ვცხოვრობ. ყოველდღე ვვარჯიშობ და ველოდები, თუ როდის შემოგთავაზებენ ბრძოლას.

 

გყავთ თუ არა იდეალი და თქვენი აზრით როგორია იდეალური ადამიანი?

-ჩემი აზრით, იდეალური ადამიანი არ არსებობს, თითოეულ ჩვენგანს აქვს უარყოფითი მხარეები.

 

-რა გეხმარებათ გამარჯვებებში?

-ბავშვობიდან ვარჯიში დავიწყე და არ ვჩერდებოდი, ყოველ შეცდომაზე ვდგებოდი და ვაგრძელებდი ვარჯიშს. რა თქმა უნდა, მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მასწავლა ეს და განვავითარე წლების განმავლობაში.

 

როგორ ფიქრობთ რაშია (ვისში)ყველაზე დიდი ბედნიერება?

-ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემმა ქალიშვილმა მომიტანა. მთელი ჩემი ძალისხმევა და გამარჯვება მისთვის არის.

 

-რას გვეტყოდით თქვენს ბავშვობაზე, როგორც ვიცი გაატარეთ უკრაინაში, ისურვებდით ბავშვობაში დაბრუნებას?

-მთელი ბავშვობა უკრაინაში გავატარე. იქ დავამთავრე საშუალო სკოლა და უნივერსიტეტი. კარგი ბავშვობა მქონდა და სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ჩემს ბავშვობას.

 

-რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?

-ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით და არ მსურს რაიმეს შეცვლა. მშვენიერი ოჯახი მაქვს და ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ.

 

რა არის სოფო ბაღიშვილის ცხოვრების კრედო?

-არასდროს იხედო უკან, მხოლოდ წინ ახალი მიზნების მისაღწევად!

 

და ბოლოს მინდა გკითხოთ თუ რომელი ადგილი უჭირავს სპორტს თქვენს ცხოვრებაში?

-სპორტი არის მეორე ადგილზე. ჩემი შვილი და ოჯახი პირველ ადგილზეა.

 

სოფო, მადლობას გიხდით საუბრისთვის. გისურვებთ გამარჯვებებს!

One thought on “MMA მებრძოლი სოფო ბაღიშვილი – ,,სპორტი არის მეორე ადგილზე ჩემს ცხოვრებაში,პირველ ადგილას კი ოჯახი.””

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.