• იანვარი 25, 2022 5:45 pm

ეთო სულაშვილი “გავხდე დიდი და წარმატებული ფეხბურთელი”.

Marca. ge დაუკავშირდა ქალთა საფეხბურთო კლუბ “გორი იუნაიტედის” ცენტრფორვარდს ეთო სულაშვილს და მას რამოდენიმე კითხვა დაუსვა.

რა ასაკიდან დაიწყეთ ფეხბურთის თამაში?  11 წლის რომ ვიყავი, ისე ბავშვობიდან ვთამაშობ ფეხბურთს.

როდიდან გაგიჩნდათ ფეხბურთისადმი სიყვარული და მიზეზი რა არის, რომ ფეხბურთის თამაში დაიწყეთ?  3 წლის ვიყავი რომ დავიწყე უბანში თამაში და თანდათან დავინტერესდი და თითქმის ყოველდღე ვთამაშობდი, ხოლო მიზეზი რატო შემიყვარდა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასმა ადამიანმა შემაყვარა ეს სპორტი.

ვინ არის საყვარელი ფეხბურთელი?  ლევანდოვსკი

რომელ უცხოურ კლუბში გააგრძელებდით თამაშს, საყვარელი გუნდი რომელია?  ბაიერნი და მანჩესტერ სიტი

როგორ ფიქრობთ, ახალ სეზონში რა იქნება თქვენი გუნდის მინიმუმი და მაქსიმუმი?  უფრო და უფრო უკეთესობისკენ წასვლა, სულ ამას ვცდილობთ და იმედია უფრო წინ წავალთ.

რა არის თქვენი მიზანი, საფეხბურთო საქმიანობაში?  გავხდე დიდი და წარმატებული ფეხბურთელი.

რომელ პოზიციაზე თამაშობთ?  ცენტრფორვარდი

შემოთავაზების შემთხვევაში გადახვიდოდით თუ არა სხვა გუნდში?  არა!

ამჟამინდელი ტრამვის შესახებ რომ გვითხრათ და სად დაშავდით? საინტერესო არაფერია! .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.