• იანვარი 27, 2022 2:48 pm

ნიკოლოზ ბასილაშვილმა მიუნხენში პირველი გამარჯვება იზეიმა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შეჯიბრების 1/16 ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილმა ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროსთან იოლად მოიგო.

ქართველმა ჩოგბურთელმა სამხრეთ ამერიკელი მოწინააღმდეგე 2-სეტში 6-2, 6-3 დაამარცხა.

ახლა ნიკოლოზ ბასილაშვილი კოლუმბიელ დანიელ ელაი გალან რივეროსისა და ამერიკელ სებასტიან კორდას დუელს დაელოდება და მათში საუკეთესოს მიუნხენის ტურნირის 1/8 ფინალში შეხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.