• იანვარი 28, 2022 10:32 pm

მამუკა კვარაცხელიას ვიზიტი ჯავახეთში – განვლილი 32 წელი და სახალისო ფეხბურთი სოფელ კოთელიაში

,,აკი გითხარით, ჯავახეთში მივდივარ-თქო! ახალქალაქში ჯერ მეხუთე სკოლას ვესტუმრე და ქართველ და სომეხ ბავშვებს სახალისო ფეხბურთი ჩავუტარე (პროგრამას 4სანი დავარქვი: საბავშვო-სახალისო-საფეხბურთო-სკოლა!). საოცარი მასწავლებლები გავიცანი. დირექტორებმა კი გამაოცეს. ქალბატონმა თამარმა და ბატონმა რუსტამმა კი სულ გადამრია. ლამის მაჯობა ქართული ფეხბურთის ისტორიის ცოდნაში. ზეპირად იცის ყველა ფეხბურთელის სახელი და გვარი, მისი ჯილები კი მურთაზ ხურცილავა და სიომა ბარქაია ყოფილან!!!!

1989 წელს უნივერსიტეტის სტუდენტებმა  სახლები ავაშენეთ ეკომიგრანტი აჭარლებისთვის ახალქალაქის მახლობლად, სოფელ კოთელიაში ჯავახური ცხრა სოფლისა და საქართველოს იმედი!!!

თბილისელი კაცი, ძველი ფეხბურთელი, მამა ალექსანდრე მეუღლესა და 6 შვილთან ერთად ცხოვრობს ახალქალაქში და უძველეს ჯავახურ მიწაზე საქართველოს ემსახურება!!! ამ სიუჟეტის მერე გადავწყვიტე ცხრავე სოფელს ვესტუმრო და პატარები გავახალისო ფეხბურთით!!!

ჩემი მასპინძელი იყო მამა ალექსანდრე. მადლობა მას.

32 წლის მერე ღმერთის წყალობით ისევ ვეწვიე კოთელიას და იმ სახლებში მცხოვრები პატარები სახალისო ფეხბურთით გავახარე!!!” – ჯავახეთში ვიზიტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში მამუკა კვარაცხელია. –  ფეხბურთის ფედერაციის „ღია სახალისო სკოლების“ ხელმძღვანელი.

 

marca.ge ბატონ მამუკას ამ დილას დაუკავშირდა და ვიზიტის შთაბეჭდილებებით დაინტერესდა.

-ქართველი და სომეხი ბავშვები ერთად თამაშობდნენ და უდიდესი სიხარული იყო!

სომეხი ბიჭები გავიცანი, საოცარი ხალხი, ნაღდი, საქართველოს პატრიოტები!!! ზოგი ჩემი 1989 წლის ჯგუფელიც გამომეხმაურა!
მე-5 სომხური სკოლის დირექტორი ბატონი რუსტამი მურთაზ ხურცილავას დიდი გულშემატკივარი იყო და აღარ მიშვებდა სიხარულით, რომ ვუთხარი მურთაზ ხურცილავაზე წიგნს ჩამოგიტან-მეთქი!
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე აპირებს თუ არა მამუკა კვარაცხელია კვლავ ესტუმროს ჯავახეთს და გაახაროს ბავშვები სპორტული გაკვეთილებით, სახალისო ფეხბურთით პასუხი ასეთია.
-კიდევ უნდა ჩავიდე და მოუთმენლად მელოდებიან ქართველებიც და სომხებიც! შეხედეთ ბავშვების თვალებს რა გახარებულები არიან!
მამუკა კვარაცხელია სამომავლო გეგმებზე აცხადებს რომ, სფფმ გადაწყვიტა ყველა რეგიონში გაახაროს ბავშვები, წელს- 100 სოფელს უდა ვეწვიოთ, რამდენსაც გავწვდებით!!!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.