• იანვარი 17, 2022 1:40 pm

რაფაელ ნადალი: ,,ბარსელონას კორტებზე თავს კომფორტულად ვგრძნობ”

ბარსელონას საჩოგბურთო ტურნირზე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ესპანელმა რაფაელ ნადალმა გააკეთა.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩიგბურთელი აცხადებს, რომ ბარსელონას კორტებზე თავს კომფორტულად გრძნობს და მისთვის ამ ტურნირზე გამარჯვება განსაკუთრებულად, სასიამოვნოა.

ნადალმა ფინალურ დაპირისპირებაში მისი მეტოქე სტეფანოს ციციპასი შეაქო და აღნიშნა, რომ ის ძლიერი ჩოგბურთელი და ყოველთვის ღირსეული მოწინააღმდეგეა.

რაფაელ ნადალი: ,,გახარებული ვარ იმით, რომ კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვე.
ბარსელონას კორტებზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. აქ გამოსვლა ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნოა და ამავდროულად, საპასუხისმგებლო.

ჩემს სამშობლოში, ჩემი სახელობის კორტებზე გამარჯვება ორმაგად სასიამოვნოა.
წელს ბარსელონას ტურნირი მეთორმეტედ მოვიგე და აქ წარმატებას მომავალშიც ვეცდები.

ყველაზე მეტად ფინალში გამიჭირდა.
სტეფანოს ციციპასი ძლიერი ჩოგბურთელია. იგი ყოველთვის ღირსეული მოწინააღმდეგეა.
ციციპასი არასდროს ნებდება და თითოეულ ორთაბრძოლაში ბოლომდე იბრძვის.
ამაყი ვარ, რომ ასეთ ძლიერ მეტოქეს მოვუგე.” – აცხადებს რაფაელ ნადალი.

ნადალმა ბარსელონას ტურნირის ფინალში სტეფანოს ციციპასი 3-სეტში 6-4, 6-7, 7-5 დაამარცხა და ჩემპიონისთვის განკუთნილი თასი მეთორმეტედ (12) აღმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.