მარტი 29, 2024

რამდენიმე წუთის წინ ,,მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის ლიგის თასი აღმართა.

,,ქალაქელებმა” ფინალურ ორთაბრძოლაში
,,ტოტენჰემ ჰოსპური” მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ბელგიელ კევინ დე ბრუინის პასით ფრანგმა აიმერიკ ლაპორტემ გაიტანა.

,,მანჩესტერ სიტიმ” ინგლისის ლიგის თასი მიჯრით მეოთხედ მოიპოვა. სულ კი ეს ჯილდო 8-ჯერ აქვს მოგებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *