• იანვარი 18, 2022 7:58 pm

გიორგი შერმადინის 17 ქულა და ,,ტენერიფეს” მარცხი ACB ლიგაში

ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფე” სტუმრად, ,,ხუვენტუდთან” დაძაბულ ბრძოლაში 85:90 დამარცხდა.

შერმადინმა 27:13 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა ამ დროის განმავლობაში 17 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20 შეადგინა, რაც კანარის კუნძულების გუნდიდან საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

მატჩის MVP ,,ხუვენტუდის” სერბი კალათბურთელი
ანტე ტომიჩი გახდა. ბალკანელმა 22:37 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
ყველაზე მეტი 23 ქულა მისმა მონტენეგროელმა თანაგუნდელმა ნენად დიმიტრიევიჩმა ჩააგდო.

,,ტენერიფეს” 25 მოგება და 7 მარცხი აქვს.
შერმადინის გუნდი ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში  მე-3 ადგილზე იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.