• იანვარი 25, 2022 6:03 pm

ეშლი ბარტი და არინა საბალენკა შტუტგარტის ტურნირის ფინალში გავიდნენ

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი და ბელარუსი არინა საბალენკა გავიდნენ.

ავსტრალიელმა ბარტიმ უკრაინელი ელინა სვიტოლინა 4-6, 7-6, 6-2 დაამარცხა.

საბალენკამ კი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან რუმინელ სიმონა ჰალეპს 2-სეტში 6-3, 6-2 სძლია.

დღეს, ტურნირის ფინალური შეხვედრა შედგება.
ეშლი ბარტისა და არინა საბალენკას ორთაბრძოლა თბილისის დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.