• იანვარი 25, 2022 4:19 pm

,,ბაიერნი” ,,მაინცთან” მაინც დამარცხდა

გერმანიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის ,,ბაიერნი” სტუმრად, ,,მაინცთან” დამარცხდა და 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მასპინძლებმა ბავარიელთა კარში გოლები პირველივე ნახევარში გაიტანეს.

მე-3 წუთზე ანგარიში ჯონათან ბურკარდტმა გახსნა და ,,მაინცი” დააწინაურა.

37-ე წუთზე სხვაობა ორამდე შვედმა რობენ ქუაისონი გაზარდა.

,,რეკორდმეისტერმა” ე.წ. პრესტიჟის გოლი მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში გაიტანა.
თავი ტრავმის შემდეგ გუნდში დაბრუნებულმა რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა.

ლევანდოვსკის მიმდინარე ბუნდესლიგაში 36 გოლი დაუგროვდა და ტურნირის ბომბარდირია.

მარცხის მიუხედავად, ,,ბაიერნი” 71 ქულით ბუნდესლიგის ერთპიროვნული ლიდერია.
ბავარიელები მე-2 ადგილზე მყოფ ,,ლაიფციგს” 10 ქულით უსწრებენ.

,,ფრაიბურგი” 1:1 ,,ჰოფენჰაიმი”
40′ კრამარი (0-1), 81′ გრიფო პენ. (1-1)
.
,,მაინცი” 2:1 ,,ბაიერნი”
3′ ბურკარდტი (1-0), 37′ ქუაისონი (2-0), 90+4′ ლევანდოვსკი (2-1)

,,უნიონი” 3:1 ,,ვედრერი”
50′ 53′ 67′ პოჯამპალო (1-0, 2-0, 3-0), 82′ გებლე სელასიე (3-1)

,,ვერდერი” 0:2 ,,დორტმუნდი”
12′ 68′ ჰალანდი (0-1 0-2)
გაძევება: 59′ ბელინჰემი (,,დორტმუნდი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.