• იანვარი 18, 2022 8:39 am

სპორტის ისტორია – ქუთაისელი ოლიმპირი ჩემპიონი ძიუდოში დავით ხახალეიშვილი

ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში აწ. გარდაცვლილი დავით ხახალეიშვილის ბიოგრაფია მდიდარია მისი საამაყო მიღწევებით.

დავით ხახალეიშვილი დაიბადა ქუთაისში 1971 წლის 28 თებერვალს.

იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

ისტორიამ შემოგვინახაცნობები რომ…

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია.

ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა.

1995, 1996 და 2003 წლებში სამჯერ იასპარეზა იაპონიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირში. ჰერმან რენტინგთან დებიუტი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მომდევნო ორი დაპირისპირება იოშიჰისა იამამოტოსთან და იოშიჰირო ნაკაოსთან წააგო.

1996 წელს ატლანტის ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ აწონვაზე დაიგვიანა და ტურნირიდან მოხსნეს. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „დავით ხახალეიშვილი“. ძიუდოისტია მისი ვაჟი როსტომიც, რომელმაც ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირებზე რამდენიმე მედალი მოიპოვა.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში, ის სულ რაღაც 49 წლის იყო…

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.