• იანვარი 25, 2022 4:11 pm

ფავორიტებმა გაიმარჯვეს – შტუტგარტის ტურნირზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე 1/2 ფინალისტები გამოვლინდნენ.

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ეშლი ბარტიმ 1/4 ფინალში ჩეხი კაროლინა პლიშკოვა 3-სეტში 2-6, 6-1 7-5 დაამარცხა და ფინალში გასასვლელ ორთაბრძოლას უკრაინელ ელინა სვიტოლინასთან ჩაატარებს.

პირმშვენიერმა სვიტოლინამ ჩეხ პეტრა კვიტოვას 3-სეტში 6-7, 7-5, 6-2 სძლია.

მეორე 1/2 ფინალში ერთმანეთს WTA-ს რეიტინგის მე-2 ჩოგანი სიმონა ჰალეპი და ბელარუსი არინა საბალენკა შეხვდებიან.

ჰალეპმა რუს ეკატერინა ალექსანდროვასთან 2-სეტში 6-1, 6-4 გაიმარჯვა.

საბალენკამ კი ესტონელ ანეტ კონტავეიტს 3-სეტში 7-5, 4-6, 6-1 მოუგო.

შტუტგარტის ტურნირის 1/2 ფინალური შეხვედრები 24 აპრილს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.