• იანვარი 25, 2022 5:38 pm

რაფაელ ნადალი ბარსელონას ტურნირზე წინ მიიწევს

რაფაელ ნადალი სამშობლოში, კერძოდ ბარსელონაში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა.

თავისივე სახელობის კორტებზე ნადალმა 1/4 ფინალური შეხვედრა დიდი ბრიტანეთის სამეფოს შვილ კამერონ ნორისთან ჩაატარა და ყოველგვარი გართულების გარეშე გამარჯვება იზეიმა.

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ბრიტანელ მეტოქეს 2-სეტში 6-1, 6-4 მოუგო.

რაფაელ ნადალი 1/2 ფინალში თანამემამულე პაბლო კარენო ბუსტასა და არგენტინელ დიეგო შვარცმენს შორის საუკეთესოს  შეხვდება.

მეორე 1/2 ფინალში ერთმანეთს ბერძენი სტეფანოს ციციპასი და იტალიელი იანიკ სინერი დაუპირისპირდებიან.

1/2 ფინალური შეხვედრები 24 აპრილს, შედგება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.