• იანვარი 17, 2022 3:15 am

იაკობ ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია – ლერი აბულაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქართველი იაკობ ქაჯაია გავიდა.

მძიმე წონის 1/2 ფინალში ქაჯაიამ ლიეტუველ ფრიდრიკასს აშკარა
უპირატესიბით 9-0 მოუგო.

იაკობ ქაჯაიამ 1/2 ფინალამდე ჩეხი სტეფან დევიდი 9:0 დაიბრიყვა.
1/4 ფინალში კი ქართული წარმოშობის რუსეთის სახელით მოასპარეზე მოჭიდავეს ზურაბ გედეხაურს 3:1 სძლია.

ქართველი ფალავანი ხვალ ევროპის ჩემპიონატის ფინალში თურქ რიზა კაიას შეხვდება.

63 კილოგრამ წინით კატეგორიაში ლერი აბულაძე 1/2 ფინალში რუს ჟანბოლატ ლოკიაევთან 5:9 დამარცხდა და ხვალ, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ბრინჯაოს ფინალს აბულაძე რუმინელ მიჰაი რადუ მიჰუტსა და უკრაინელ ოლექსანდრ ხრუშინს შორის გამარჯვებულთან ჩაატარებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.