• იანვარი 18, 2022 4:44 pm

ლაშა დვალმა ,,ფერენცვაროშთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლაშა დვალმა უნგრულ ,,ფერენცვაროშთან” მოქმედი კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.  ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ,,პირველი არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

დვალს ,,ფერენცვაროშთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდა.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ქართველი მცველი ბუდაპეშტურ კლუბში 2023 წლამდე დარჩება.

25 წლის დვალი საფეხბურთო კლუბ ,,საბურთალოს” აღზრდილია.
იგი კარიერის განმავლობაში ლატვიურ ,,სკონტოში”, თურქულ ,,ქაზიმფაშაში”, გერმანულ
,,დუისბურგში”, პოლონურ ,,შლიონსკში” და ყაზახურ ,,ირტიშში” გამოდიოდა.
დვალს 2013–2015 წლებში კონტრაქტი ,,რედინგთან” აკავშირებდა, თუმცა მას ინგლისურ კლუბში არცერთი თამაში არ ჩაუტარებია.

ლაშა დვალი ,,ფერენცვაროშის” ღირსებას 2019 წლიდან იცავს.
წელს იგი ამ კლუბის რიგებში უნგრეთის ჩემპიონი მესამედ გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.