• იანვარი 25, 2022 5:16 pm

კალაშნიკოვა შტუტგარტის ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა შტუტგარტის წყვილთა ტურნირს 1/8-შ გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი რუს ალა კუდრიაცევასთან გახლდათ შეამხანაგებული ა ბარტელი-ფრიდსემის დუეტთან 7-5,6-0 დამარცხდნენ.

გუშინ კორტზე კიდევ ორი ქართველი ჩოგბურთელი გავიდა, თუმცა ისინი რუსეთის სახელით ასპარეზობენ: თეიმურაზ გაბაშვილი ასევე წყვილთა ტურნირზე 1/4-ში დამარცხდა, ნათელა ძალამიძემ კი პორტუგალიის ტურნირზე ასევე წყვილთა ტურნირში ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.