• იანვარი 17, 2022 1:37 pm

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი იწყება – დღეს, ხალიჩაზე 5 ქართველი გამოვა

დღეს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

ტურნირის პირველ დღეს  პოლონურ ხალიჩაზე 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიის ფალავნები გამოვლენ.

ისინი  წინასწარი და 1/2 ფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს სახელით კი ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ლერი აბულაძე (63 კგ), საჩინო დავითაია (77 კგ), თორნიკე ძამაშვილი (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) იასპარეზებენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება
ინტერნეტ ტრანსლაცია https://uww.org/event/european-championships-23

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.