• იანვარი 27, 2022 3:20 pm

,,ბარსელონამ” უხვგოლიან ბრძოლაში გამარჯვება იზეიმა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურის შეხვედრაში კატალონიურმა ,,ბარსელონამ” ,,ხეტაფეს” სძლია.

,,ნოუ კამპის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში 7 გოლი გავიდა.

რონალდ კუმანის ბიჭებმა მეტოქეს 5:2 სძლიეს.

მატჩში დუბლი არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ შეასრულა.

,,ბარსელონამ” 68 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადავიდა.
კატალონიელები ლიდერ ,,ატლეტიკოს” 5 ქულით, ხოლო მტერ-მეტოქე ,,რეალს” 2 ქულით ჩამორჩებიან.

,,ბარსელონას” კონკურენტებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

,,ბარსელონა” 5:2 ,ხეტაფე”
8′ მესი (1-0), 12′ ლენგლე ა.გ. (1-1), 28′ ჩაკლა ა.გ. (2-1), 33′ მესი (3-1), 69′ უნალი პენ. (3-2), 87′ არაუხო (4-2), 90+3′ გრიზმანი (5-2)

,,გრანადა” 4:1 ,,ეიბარი”
21′ სოლდადო (1-0), 37′ პუერტასი (2-0), 64′ კიკე (2-1), 77′ სოლდადო (3-1), 84′ კენედი (4-1)

,,სოსიედადი” 2:1 ,,სელტა”
22′ მალო (0-1), 25′ პორტუ (1-1), 39′ იანუზაი (2-1)
გამოუყენებელი პენალტი: 29′ ისაკი (,,სოსიედადი”)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.