• იანვარი 25, 2022 4:26 pm

ჯუდოს ახალი რეიტინგი – ვარლამ ლიპარტელიანი პირველია, ლაშა ბექაური სამეულში აღზევდა

ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა.

-100 კილოგრამ წონით კატეგორიის რეიტინგის სათავეში ადგილს ვარლამ ლიპარტელიანი ინარჩუნებს.
ტიტულოვანმა ქართველმა ჯუდოკამ კონტინენტის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ -90 კილოგრამის რეიტინგში ლაშა ბექაური დაწინაურდა და მე-3 პოზიციაზე აღზევდა.
ამავე წონაში მე-6 ადგილზე ევროპის ვიცეჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გახლავთ.

-66 კილოგრამში სამეულშია ვაჟა მარგველაშვილი. მან რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპოს პირველობაზე ვერცხლის მედალი აიღო.

ვაჟები
60 კგ
12. ლუხუმ ჩხვიმიანი
16. თემურ ნოზაძე
24. ჯაბა პაპიინაშვილი

66 კგ
3. ვაჟა მარგველაშვილი
29. ბაგრატ ნინიაშვილი

73 კგ
12. ლაშა შავდათუაშვილი

81 კგ
4. ტატო გრიგალაშვილი
17. ლუკა მაისურაძე

90 კგ
3. ლაშა ბექაური
6. ბექა ღვინიაშვილი
37. ავთანდილ ჭრიკიშვილი

100 კგ
1. ვარლამ ლიპარტელიანი
31. ილია სულამანიძე

+100 კგ
4. გურამ თუშიშვილი
9. გელა ზაალიშვილი
22. ლევან მატიაშვილი

გოგონები
-52 კგ
30. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი

-57 კგ
16. ეთერ ლიპარტელიანი

-70 კგ
51. მარიამ ჭანტურია

+78 კგ
89. სოფიო სომხიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.