• იანვარი 21, 2022 12:10 pm

თბილისის ,,დინამო” ჩემპიონთა ლიგაზე მოქმედ ჩემპიონთან ბრძოლაში დამარცხდა

წყალბურთის მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ,,დინამომ” ბოლო შეხვედრა ჩაატარა.

,,დინამო” ტურნირის მოქმედ ჩემპიონ უნგრულ ,,ფერენცვაროშთან” ბრძოლაში 11:15 დამარცხდა.

,,დინამომ” ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა 2 მოგებით და 8 მარცხით დაასრულა.
ქართულმა კლუბმა მონტენეგრულ
,,იადრანთან” V-VI ადგილები გაიყო.

ჩვენი ქვეყნის ჩემპიონმა ორივე გამარჯვება სწორედ ,,იადრანთან” მოიპოვა.

B ჯგუფიდან ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ,,ბარსელონეტა”,
,,ფერენცვაროში”, ,,ბრეშა” და ,,,ჰანოვერი” გავიდნენ.

,,ფერენცვაროში”
(უნგრეთი) 15:11 ,,დინამო”
(თბილისი)

,,ფერენცვაროში”: მარტონ გიორგი ვამოსი (3), ვანდელ ცსაბა ვიგვარი (3), სზნიაკ იანშიკი (2), ნიკოლა იაკშიჩი (2), ტომას მეზეი, გერგო ზალანკი, ნიკოლას კონსტანტინ-ბიკარი, თომას სედლმაიერი, ტონი იოზეფ ნემეტი.

,,დინამო”: ბორის ვაპენსკი (2), იოვან სარიჩი (2), გიორგი მაგრაქველიძე (2), ანდრია ბითაძე(2), ვალიკო დადვანი, მარკო ელაჩა, გიორგი მესხი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.