• იანვარი 28, 2022 10:19 pm

ამბროლაურის ,,ფალავანმა” ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

18-20 აპრილს  ქ. ხაშურში, საქართველოს პირველობაზე ჭაბუკთა შორის, თავისუფალ ჭიდაობაში ა.ა.ი.პ. ამბროლაურის ჭიდაობის კლუბ ,,ფალავანმა” ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და დამსახურებულად გუნდური მე-2-ე ადგილიც მოიპოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ marca.ge – ს მიაწოდა კლუბის ფინანსურმა მენეჯერმა გიორგი მაღლაკელიძემ.

-მედლები მოიპოვეს – 51 კგ. წონით კატეგორიაში, ნიკოლოზ ბეშიძე – პირველი ადგილი; 60 კგ. წონით კატეგორიაში საბა კობახიძე –  მეორე ადგილი; 65 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი გოგრიჭიანი – პირველი ადგილი; 71 კგ. წონით კატეგორიაში ოთარ დოხნაძე – მესამე ადგილი; 110 კგ. წონით კატეგორიაში სანდრო ირემაძე – მესამე ადგილი. – გიორგი მაღლაკელიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.