მარტი 29, 2024

marca.ge დღეს წარმოგიდგენთ თავისუფალი ჭიდაობის ერთ-ერთ ღირსეულ, წარმატებულ წარმომადგენელს… მან სახელი მთელს მსოფლიოში გაითქვა, არის უამრავი ტიტულის, ორდენის მფლობელი. მისი ბიოგრაფია მხოლოდ სპორტში აღმასვლით როდი შემოიფარგლება!

ბიოგრაფიული ცნობები

ელდარ (ლუკა) კურტანიძე დაიბადა 16 აპრილს 1972 წელს. ქვემო ფშავში.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების 2-გზის ბრინჯაოს პრიზიორი. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი 2012  წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე.

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოთის ფილიალი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სპორტული კარიერა

1992 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის. ამის შემდეგ ის 5-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი (1996, 1997, 1998, 2001, 2005). ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა 1993, 1995, 2002 წლებში, ხოლო 1999 წელს მესამე ადგილს დასჯერდა. კურტანიძე არის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (2002, 2003), მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე (1995) და მესამე პრიზიორი (1999).

ორჯერ აიღო ბრინჯაოს ოლიმპიური მედალი: ატლანტის ოლიმპიურ თამაშებში 1996 წელს და სიდნეის ოლიმპიურ თამაშებში 2000 წელს. ასევე მონაწილეობდა ათენის ოლიმპიადაზე (2004), სადაც მერვე ადგილი დაიკავა.

კურტანიძე სამჯერ დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად (1996, 2002, 2003). არის ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერი.

პოლიტიკური საქმიანობა

2010 წლის 4 ივნისს ლუკა კურტანიძე ნინო ბურჯანაძის ოპოზიციურ პარტიას, „დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო“ შეუერთდა. მისი თქმით, პოლიტიკაში წასვლა სპორტის სფეროში ბევრი უსამართლობის ხილვამ გადააწყვეტინა. მონაწილეობდა 2011 წლის მაისის ანტისამთავრობო აქციებში. როგორც მოგვიანებით ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესზე დაკითხვისას იხსენებდა, 26 მაისს მიტინგის დარბევისას ის სპეცდანიშნულების რაზმის ათამდე წევრმა დააკავა და სასტიკად სცემა.

2012 წელს შეუერთდა ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. მისი სახელით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ კანდიდატად, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გია გოზალიშვილთან წააგო20152016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, თამაზ ავდალიანის ნაცვლად.

ფედერაციის პრეზიდენტი

2012 წლის დეკემბერში, ლუკა კურტანიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

2013 წლის 30 იანვარს, ჭიდაობის ფედერაციაში ლუკა კურტანიძემ ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილსა და ვეტერან მოჭიდავეს, რაინდ აბრამიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ყაზარაშვილის განცხადებით, კონფლიქტი მის მიერ პრეზიდენტისათვის მწვრთნელების გათავისუფლებაზე უარის თქმამ გამოიწვია. თავად კურტანიძემ ფიზიკური დაპირისპირება უარყო.

2014 წლის 1 დეკემბერს, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმმა კურტანიძე თანამდებობიდან გადააყენა[10][11].

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *