• იანვარი 21, 2022 12:26 pm

მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის ,,ტორპედო” დატოვა

მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის ,,ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” დაწერა.

აი რას წერს მიხეილ აშვეთია: ,,დადგა ის მომენტი დავტოვო ქუთაისის ,,ტორპედოს” მთავარი მწვთნელის თანამდებობა.

მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც გვერდში მედგა ეს პერიოდი.
იყო ბევრი პრობლემები. მოყოლებული გასული წლიდან, რაც შემემეძლო ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდის წარმატებისთვის.
ერთი მინდა ვუსურვო ქუთაისის ,,ტორპედოს” დალაგებულიყოს ყველაფერი, როგორც ნორმალურ გუნდს შეეფერება.
არ ყოფილიყოს ყოველ წელს ახალი გუნდის შენება.
მადლობა გულშემატკივარს, რომელიც გვერდში მედგა.
ახალ მწვრთნელს წარმატებას ვუსურვებ!ერთ რჩევას მივცემ ახალ მწვრთნელს ყველა პრობლემაზე ღიად ილაპარაკოს და მოითხოვოს რაც საჭიროა მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად, თორემ წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.” – წერს მიხეილ აშვეთია.

მიხეილ აშვეთია იმერულ კლუბს სათავეში 2020 წლიდან ედგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.