• იანვარი 25, 2022 6:02 pm

ოლიმპიური თამაშების მონაწილე საფეხბურთო ნაკრებები ჯგუფებში გადანაწილდნენ

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ოლიმპიური თამაშებზე საფეხბურთო ტურნირის წილისყრა გაიმართა.

ვაჟებში ე.წ. ,,სიკვდილის ჯგუფი” D ჯგუფში შეიქმნა.

აქ ერთმანეთს წინა ოლიმპიადის ჩემპიონი ბრაზილია და ვერცხლის მედალოსანი გერმანია არიან.

დიდი ამბებია მოსალოდნელი С ჯგუფშიც, სადაც არგენტინისა და ესპანეთის ნაკრებები მოხვდნენ.

კაცები
А ჯგუფი
იაპონია, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, საფრანგეთი:

B ჯგუფი
ახალი ზელანდია, სამხრეთკორეა, ჰონდურასი, რუმინეთი:

С ჯგუფი
ეგვიპტე, ესპანეთი, არგენტინა, ავსტრალია

D ჯგუფი
ბრაზილია, გერმანია, კოტ დ’ივუარი, საუდის არაბეთი.

ქალები
Е ჯგუფი
იაპონია, კანადა, ბრიტანეთი, ჩილე:

F ჯგუფი
ჩინეთი, ბრაზილია, ზამბია, ნიდერლანდები:

G ჯგუფი
შვედეთი, აშშ, ავსტრალია, ზელანდია.

ოლიმპიურ თამაშეებზე მამაკაცთა ტურნირზე მონაწილეობას 23-წლამდელი ფეხბურთელები მიიღებენ.
თითო გუნდს უფკება აქვს ნებისმიერი ასაკის სამი ფეხბურთელი დაამატოს.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან აიღებს სტარტს და 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.