• იანვარი 27, 2022 2:20 pm

ანჟელიკ კერბერმა ეკატერინე გორგოძეს ჩოგბურთის გაკვეთილი ჩაუტარა

შტუტგარტის საჩოგბურთო ტურნირს ეკატერინე გორგოძე დაემშვიდობა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან გერმანელ ანჟელიკ კერბერთან უშანსოდ, წააგო.

კერბერმა გორგოძეს ჩოგბურთის უფასო გაკვეთილი ჩაუტარა და 2-სეტში 6-2, 6-2 სძლია.
გერმანელმა ჩვენებურთან გამარჯვებას სულ რაღაც  1 საათი და 13 წუთი მოანდომა.

ანჟელიკ კერბერი ტიტულოვანი ჩოგბურთელია. მას 4 ,,დიდი მუზარადის” ტურნირიდან 3 აქვს მოგებული.
ასევე რიოს ოლიმპიადაზე მისი მოპოვებული ვერცხლის მედალიც არ უნდა დავივიწყოთ.

კერბერი შტუტგარტის ტურნირის 1/8 ფინალში მე-4 ნომრად განთესილ უკრაინელ ელინა სვიტოლინას შეხვდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.