• იანვარი 25, 2022 5:23 pm

თბილისის ,,დინამო” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვერ გავიდა

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ,,დინამომ” ჩემპიონთა ლიგაზე მე-9 ტურის შეხვედრა ჩაატარა.

1/4 ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ,,დინამო” გერმანულ ,,ჰანოვერს” დაუპირისპირდა.

🇬🇪ამ მატჩში სასწორზე ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საგზური იდო და შესაბამისად, გუნდებმაც ფიცხელი ბრძოლა გააჩაღეს.

ორთაბრძოლის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა.

,,დინამო” შეხვედრის დასრულებამდე, ოთხწუთნახევრით ადრე მეტოქეს 6:4 უგებდა, თუმცა. ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

საბოლოოდ, ,,ჰანოვერმა” 7:6 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალშიც გერმანული გუნდი გავიდა.

,,დინამო” კი 6-გუნდიან ჯგუფში ბოლო ტურის წინ, 6 ქულით ბოლოსწინა მე-5 ადგილზე იმყოფება.

,,დინამო” (თბილისი) 6:7
,,ჰანოვერი” (გერმანია)

,,დინამო”: იოვან სარიჩი (3), გიორგი მაგრაქველიძე (2), ბორის ვაპენსკი

,,ჰანოვერი”: ალექსანდარ რადოვიჩი, პეტარ მუსლიმი (4), დარკო ბრგულიანი, ივან ნაგაევი,

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.