• იანვარი 18, 2022 6:54 pm

ბექა ლომთაძე და სანდრო ამინაშვილი ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში გავიდნენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბექა ლომთაძე (61 კგ) და სანდრო ამინაშვილი (86 კგ) იასპარეზებენ.

ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში ლომთაძე უკრაინელ ანდრეი ძელეპს შეხვდებს, ხოლო ამინაშვილი ბელარუს ალი შაბანოვს შერკინება.

1/2 ფინალები თბილისის დროით 18:45 საათზე დაიწყება, პირდაპირი ეთერი სილქ სპორტ 2-ზე https://silksport.ge/Channels/9
ინტერნეტ ტრანსლაცია https://uww.org/event/european-championships-23

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ინარჩუნებენ.

პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულთან პირველივე ბრძოლაში დამარცხდა და ახლა მის ფინალში გასვლას ელის.
კენჭაძემ კი 1/4 ფინალში სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე
ტაიმურაზ მაირბეკოვთან წააგო.

დღესვე ბრონჯაოს მედლების მოსაპოვებლად

ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.

კენჭაძე სომეხ ავაგიანს, ხოლო ოდიკაძე აზერბაიჯანელ ზუბაიროვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ეთერი სილკ სპორტ 3-ზე https://silksport.ge/Channels/10
ინტერნეტ ტრანსლაცია https://uww.org/event/european-championships-23

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.