• იანვარი 18, 2022 8:03 pm

ლა ლიგა ბარსელონას, რეალს და ატლეტიკოს ტურნირიდან არ გარიცხავს

ლა ლიგა არ აპირებს რეალის, ბარსელონას და ატლეტიკოს ტურნირიდან გარიცხვას, მიუხედავად კლუბების ევროპის სუპერლიგაში გაწევრიანებისა.

მათი თქმით კლუბები გააგრძელებენ ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას, რადგან ლა ლიგის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ სუპერ ლიგა უკვე განწირული პროექტია და ის არ დაიწყება.

ლა ლიგაში სუპერლიგის პროექტი ეკონომიკურად დაუცველად ითვლება, რადგან ერთადერთი რაც ტურნირს აქვს არის სესხი JP Morgan ბანკისგან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.