• იანვარი 21, 2022 10:54 am

2 სექტემბერი 1981 წელი, “ტროფეო სანტიაგო ბერნაბეუს” გათამაშების მცირე ფინალიდან. (მატჩი მესამე ადგილისათვის) თბილისის “დინამო” – მიუნხენის “ბაიერნი”

2 სექტემბერი 1981 წელი,  “ტროფეო სანტიაგო ბერნაბეუს” გათამაშების მცირე ფინალიდან. (მატჩი მესამე ადგილისათვის) თბილისის “დინამო” – მიუნხენის “ბაიერნი”

მატჩის 44-ე წუთი, ანგარიშია 2:1 თბილისელთა სასარგებლოდ. დუბლის ავტორია რამაზ შენგელია, გერმანელთაგან გოლი პაულ ბრაიტნერმა გაიტანა.

განვლილ წუთებში აშკარად იგრძნობა, რომ “დინამოელები” ტექნიკით ერთი თავით მაღლა დგანან გერმანელ ოპონენტებზე, შედეგად ბავარიელეთა მხრიდან ნერვიულობასთან ერთად უხეშობაც მატულობს; სწორედ 44-ე წუთზე, ესპანელი მსაჯი პეს პერესი კიდევ ერთი დარღვევისთვის წითელ ბარათს უჩვენებს კარლ-ჰაინც რუმენიგეს. მიუნხენელთა ლიდერი აპროტესტებს არბიტრის გადაწყვეტილებას და უარს ამბობს მოედნის დატოვებაზე, ხოლო თანაგუნდელები მას მხარს უჭერენ. არეულობის დროს პერესი წითელ ბარათებს ურიგებს მოედნიდან 30-ე წუთზე გასულ პაულ ბრაიტნერს, ული ჰიონესს და ბაიერნის ერთ-ერთ თარჯიმანს.

საბოლოოდ რუმენიგე მოდენიდან პოლიციას გაჰყავს, რის შემდეგაც მთელი გუნდი ტოვებს მოდეანს.

…მაგრამ ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. მანამ, სანამ გასახდელში გასულ “ბაიერნს” თბილისელები გარკვეული დროის მანძილზე მოედანზე ელოდებოდნენ, მიუნხენელებმა, ორგანიზატორთა წინაშე მაჩის გაგრძელების ორი წინა პირობა წამოაყენეს: მოედანზე უნდა დაბრუნებულიყო რუმენიგე და შეცვლილიყო მსაჯი პერესი. ესპანურმა მხარემ არც ერთი მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, მატჩი დასრულდა 44-ე წუთზე თბილისის დინამოს გამარჯვებით 2:1.
და კიდევ ერთი ფაქტი: მადრიდის რეალის პრეზიდენტმა – ლუის დე კარლოსმა, გერმანული მხარე ტურნირის პრესტიჟის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა და გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას “ბაიერნისათვის” 40 000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება მოსთხოვა. თავის მხრივ გერმანიის ფედერაციამ ესპანელ მსაჯს – პეს პერესს ვეტო დაადო, რის მიხედვითაც ის გერმანულ მიწაზე თავის პროფესიულ საქმიანობას ვერ განახორციელებდა.

#დინამობაიერნი 2:1 #თბილისის_დინამო

#ტროფეო_სანტიაგო_ბერნაბეუ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.