აპრილი 18, 2024

ევროპის ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა კონტინენტის განვლილი  პირველობის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ,,პირველი არხის” გადაცემა ,,ტაუმატაუტში” ისაუბრა.

ბექაური აცხადებს, რომ
ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდი კარგად გაიარა და ტურნირისთვის ძალიან მოტივირებული იყო.
ახალგაზრდა ქართცელი ჯუდოკას მიზანი ოლიმპიური ჩემპიონობა გახლავთ და ამბობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

ლაშა ბექაური: „ევროპის ჩემპიონატი ემოციურად ძალიან დატვირთული იყო, რადგან ბევრ რამეს წყვეტდა.

პირველი შეხვედრა არ გამჭირვებია და 14 წამში მოვახერხე გამარჯვების მოპოვება, შემდეგ კი უფრო ძლიერი მოწინააღმდეგეები შემხვდნენ. მეორე წრეში შევხვდი ისრაელის წარმომადგენელს, რომელიც ძალიან ძლიერი ჯუდოკაა და მასთან იპონით მოვახერხე გამარჯვება, მესამე შეხვედრაში სერბ მსოფლიო ჩემპიონს დავუპირისპირდი და შედარებით იოლად გავიმარჯვე, 1/2 ფინალურ შეხვედრაში თურქეთის სახელით მოასპარეზე ჯუდოკა დავამარცხე, ხოლო ფინალი კი
მე და ბექა ღვინიაშვილს შორის
ქართული იყო.
ყველანაირად მოტივირებული ვიყავი ევროპის ჩემპიონატისთვის, მოსამზადებელი პერიოდიც ძალიან კარგად მქონდა გავლილი და მზად ვიყავი ჩემპიონობისთვის, შესაბამისად შედეგმაც არ დააყოვნა და გავხდი ჩემპიონი.
ემოციური მომენტია, როდესაც ყველაზე მნიშვნელივან დაპირისპირებაში თანამემამულეს ხვდები. ბექა ღირსეულად შეხვდა ამ მარცხს, რაც დასაფასებელია და მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალიან ღირსეული ადამიანია, რაც ფინალის შემდეგაც გამოჩნდა.
ახლა ჩემი მიზანი ოლიმპიური თამაშებია.
ოლიმპიადა არის ჩემთვის უმაღლესი მწვერვალი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავხდე ოლიმპიური ჩემპიონი.“
– განაცხადა ლაშა ბექაურმა გადაცემა „ტაიმაუტში“.

ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონის ტიტული პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში
მოიპოვა.
-90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ბექაურმა ბექა ღვინიაშვილი დაამარცხა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *