ოქტომბერი 1, 2023

Gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ ტრენაჟორებზე ივარჯიშა, რაც მის შანსებს ზრდის, რომ სალერნიტანასთან შეხვედრისთვის მწყობრში იყოს. შაბათს ნაპოლის უნიკალური შანსი ეძლევა, მოგების შემთხვევაში სერია A-ს I წრე 50 ქულით დაასრულოს, ეს კი აქამდე არასდროს მომხდარა.

 

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ 17 იანვარს კრემონეზესთან გამართული იტალიის თასის 1/8-ფინალური შეხვედრა გამოტოვა, რომელიც ლუჩანო სპალეტის გუნდმა პენალტების სერიაში წააგო – 2:2 (4:5). იტალიურ მედიაში დაიწერა, რომ კვარაცხელიას გრიპის ვირუსი შეხვდა.

 

კასტელ ვოლტურნოში სხვა ფეხბურთელებთან ერთად ხვიჩაც გამოჩნდა, თუმცა მას მოედანზე არ უვარჯიშია, ტრენაჟორების დარბაზით შემოიფარგლა. “დღის საუკეთესო ამბავია: დილით ხვიჩა კვარაცხელია დარბაზში ივარჯიშა. ესე იგი ვირუსი არცისე სერიოზული იყო. შაბათს ხვიჩას სალერნიტანასთან თამაშის შანსი იზრდება. ეს კარგის ნიშანია. KK77-ს ფანტაზია მოედანზე ნაპოლის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, სწორედ ეს აკლდა გუნდს სათასო შეხვედრაში.

 

მომდევნო სამი ვარჯიშის განმავლობაში სპალეტის უკეთ ეცოდინება, ვის დაეყრდნოს სალერნიტანასთან მატჩში. მიზანი ძალზე მნიშვნელოვანია – პირბელი წრის 50 ქულით დასრულება. თითქმის ასწლოვან ისტორიაში კლუბს ეს ერთხელაც არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ ვინც ეს გააკეთა (იუვენტუსმა რამდენჯერმე და მილანის ინტერმა), ყოველთვის გუნდი სკუდეტოს იგებდა იმავე სეზონში. სკუდეტოს კი ნეაპოლში 33 წელიწადია, რაც ელიან. ქალაქში განწყობას, ვერც კრემონეზესთან მარცხი გააფუჭებს, ამ გუნდისადმი პატივისცემის მიუხედავად”, – წერს ყველაზე პრესტიჟული სპორტული გაზეთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *