
იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა “ნაპოლი” და “რომა” 8 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა.
“ჯალოროსისა” და “პარტენოპეის” გულშემატკივრები მათი საყვარელი გუნდის საგარეო მატჩებს 2 თვის განმავლობაში ვერ დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს “ნაპოლისა” და “რომას” ფანებს შორის უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ამ ორი გუნდის ქომაგები წლებია, რაც ერთმანეთს მტრობენ. სერია A-ს მე-17 ტურში კვარაცხელიას გუნდი “სამპდორიას” სტუმრობდა, ხოლო “მგლები” – “მილანს”.
RAI News-ის ცნობით, რომაელები მილანში მიდიოდნენ, ნეაპოლელებს კი გეზი გენუისკენ ჰქონდათ.”ნაპოლის” გულშემატკივრებმა “რომას” ქომაგებით სავსე ავტობუსს ბოთლებისა და ქვების სროლა
დაუწყეს. ჩხუბი სამანქანო გზაზე გაგრძელდა და დაახლოებით რვა კილომეტრის სიგრძის საცობი შეიქმნა.