დეკემბერი 3, 2022

“ერთა ლიგის” მე-2 ტურში საქართველოს ნაკრების ბულგარეთში (5:2) გამარჯვებას “პალიტრანიუსის” ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა:

 

“დღევანდელი თამაში რომ შევაჯამოთ:

 

რაც კარგი იყო:

 

1. საქართველოს ნაკრები კლასით ერთი თავით მაღლა იდგა ბულგარეთის ნაკრებზე. ასეთი რამე ჩვენი ნაკრების ისტორიაში არ მომხდარა. ეს ცალსახად ნიშნავს: რომ მართლაც კარგი თაობა გვყავს, ბულგარეთს კი – პირიქით, ძალიან უჭირს ამ მხრივ.

 

2. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხვიჩას კლასი, მაგრამ ასევე გამოჩნდა, რომ არანაკლები კლასი აქვს აზაროვს. მე მას საერთოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავასახელებდი. 1 გოლი

თავად გაიტანა, 2 მის გარეშე არ გავიდოდა, მეხუთე გოლისას კი იდეალური პასი საერთოდ ნახევრად წაქცეულმა გააკეთა.

 

3. გვაქვს გრძელი სათადარიგო სკამი და რაც მთავარია, ძირითადის ფეხბურელებზე არანაკლები კლასის არიან შემცვლელები, ანუ ძირითადის სრულფასოვანი შემცვლელები სხედან სკამზე. ასეთი რამ როდის ხდებოდა ჩვენს ნაკრებში, ესეც არ მახსოვს, ანუ ამდენი ნორმალური ფეხბურთელი ერთად აქამდე არ გვყოლია და თან არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ კიდევ ფორმაში შესასვლელები არიან კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე.

 

ცუდი რაც იყო:

 

1. ვერასოდეს მივესალმები ისეთ გუნდთან, როგორიც ბულგარეთია, ერთი გატანილი გოლის მერე დაცვაში ჩაჯდომას (ნუ, ორი და სამი გოლის მერ კიდევ შეიძლება). ასეთ დროს ძალიან დიდი დოზით რისკავ. ბულგარეთს საკმარისი კლასი არ აღმოაჩნდა, თორემ დავისჯებოდით.

 

2. როცა ბულგარეთმა პირველ ტაიმში ცოტა ხნით პრესინგი სცადა, ისევ გაგვიჭირდა ბურთის ამოტანა. რა იქნება სკოპიეში, როცა მაკედონია უფრო მეტად გვეთამაშება პრესინგს?

 

3. მეორე სართულზე გარღვეულები ვიყავით. ორივე გოლი ასე გავუშვით.”

 

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.