3 მაისს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, თბილისის “დინამო” ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება.მატჩი 19 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის იუთუბ არხზე იხილავთ.
მატჩის წინ, ცნობილი ხდება, რომ ბათუმელებს გუნდის ლიდერი, ჯოვინო ფლამარიონი დააკლდებათ.
ჩვენი ინფორმაციით ფეხბურთელს მიკრო ტრავმა აქვს, რის გამოც მხოლოდ 10 დღეს იუქმებს და შემდეგ დაუბრუნდება გუნდს.