მაისი 24, 2022

ვინაიდან ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლიში” გადასვლა ფაქტიურად გადაწყვეტილია, მის თამაშს ბათუმის “დინამოში” ყურადღებით აკვირდებიან. ხვიჩას ქუთაისის “ტორპედოსთან” გატანილ ლამაზ გოლს იტალიური მედია გამოეხმაურა.

 

Ilmattino: “კვარაცხელიას კიდევ ერთი შოუ ბათუმში: სამი გოლი და მაგია, რომელსაც “ნაპოლიში” ელიან. ნეაპოლში ჩამოსვლის წინ სამი გოლი გაიტანა. ქართველი მნიშვნელოვან წუთებს აგროვებს, რათა სეზონის ბოლო ნაწილი არ გაუცდეს. ძალიან საინტერესო შეხვედრების სერია ჩაატარა, გუშინაც გაიტანა და მაშინვე “ნაპოლის” გულშემატკივართა ყურადღება მიიპყრო, რომლებიც მზად არიან ზაფხულში მიესალმონ”.

 

Eurosport: “ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ფანების გულებს იპყრობს. კიდევ ერთი მარგალიტი “ნაპოლის”

ორბიტაზე მყოფი მოთამაშისგან, რომელმაც მომავალ სეზონში სასტარტოში ლორენცო ინსინიე უნდა შეცვალოს. ქუთაისში “ტორპედოსთან” ულამაზესი გოლი გაიტანა”.

 

Spazionapoli: “ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ორბიტაზე ახალი სახელია. 21 წლის ქართველი თავდამსხმელი დიდი ალბათობით ახალ სეზონში კრისტიანო ჯუნტოლის (კლუბის სპორტული დირექტორი) პირველი შენაძენი გახდება. ომის გამო ის “რუბინიდან” სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის “დინამოში” შესანიშნავად ასპარეზობს. უკვე სამი გოლი გაიტანა – ბოლო ქუთაისის “ტორპედოთან”. მან საბოლოო ანგარიში (3:0) დიდებული გოლით დააფიქსირა და ძალიან მოგვაგონებს ინსინიეს, რომელიც “ნაპოლიში” უნდა შეცვალოს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.