
სამხრეთ კორეის k-ლიგის მე-9 ტურში ვაკო ყაზაიშვილის “ულსან ჰიუნდაი” საკუთარ მოედანზე “დაეჯუს” დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.
შეხვედრის 77-ე წუთზე ყაზაიშვილმა მეტოქის კარი ძალიან ეფექტური დარტყმით აიღო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
ეს გოლი ყაზაიშვილისთვის მე-2 გახლდათ მიმდინარე სეზონში, მის ანგარიშზეა ასევე 1 საგოლე გადაცემაც, რაც შეეხება “ულსან ჰიუნდაის” გუნდი 23 ქულით k-ლიგას ლიდერობს და მე-2 ადგილოსანს 6 ქულით.