
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა “თბილისი არენაზე”მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის, პირველ მატჩში,ბელგიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.
ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრები ანგარიშით 4-2 დაამარცხა.საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა,თავი ბინიომ გამოიჩინა.მეორე ტაიმში კი გოლები ფერნანდომ,რონინიომ და თალესმა გაიტანეს.
მომდევნო მატჩს ასათიანის გაწვრთნილი გუნდი 12 ოქტომბერს, ავსტრიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.