
საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ მასსა და ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მორიგი ვიდეო მიმართვა ჩაწერა.
“წერენ, რომ მე მაგდას კითხვამ გამაღიზიანა, რაც სიცრუეა. მე მაგდას იქ ყოფნამ გამაღიზიანა. ჩვენ შორის კონფლიტქი 2017 წელს დაიწყო, დავბლოკე და მას შემდეგ კონტაქტი არ მქონია.
4 დღის განმავლობაში მირეკავდნენ მიწვევაზე (გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში”) და მაფრთხილებდნენ, რომ პროვოკაციები იქნებოდა. 4 დღე მთხოვდნენ – ეს გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიას დასახმარებლად უნდა ყოფილიყო. მაბამდნენ და ახლა ვხვდები, რა ხდება. იციან, რომ მე აქ ოაჯხი მყავს და ჩემი მეუღლე რუსია.
საბოლოოდ, შემაბეს და გადაცემაში ხვიჩაზე ერთი კითხვაც არ დასმულა. ვხვდებით, რომ ეს სპეცოპერაცია ჩემი შებმით დაიწყო. მაგდა კლდიაშვილი მისი ნაწილ იყო და ჟრნალისტს კითხვაც დაასმევინეს. მე საქმით დავამტკიცე, რომ პატრიოტი ვარ.
ბოდიშს ვუხდი საზოგადოებასა და მაგდას, მაგრამ როცა დედა გირეკავს, რომელიც შეწუხებულია, 1 წელიც არ გასულა მამის გარდაცვალებიდან, შეიძლება უფრო რბილად და თავშეკავებულადაც კი იყო ვიდეო ჩაწერილი. რასაც მაგდა იძახის სიცრუეა და თუ ბოდიშის მოხდა ვინმესთვის პრიციპულია, ბოდიშს ვუხდი. ჩემი ემოციებიდან გამომდინარე, ამის უფლება მქონდა, რადგან ხვიჩას გამო მომიწვიეს.
ყველას დიდი მადლობა და არავის ეგონოს, რომ ამის გამო ნაკრებზე გულს ავიცრუებ. მე უფრო ვძლიერდები. იმედია, იმდენს არ იზამს, რომ ნაკრებში არ მიმიწვევენ და იქნებ, ქვეყანაშიც არ შემიშვან.
ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა და მიუხედავად იმისა, რომ 42 წლის ვარ, ყველაფერს ვეცდები”, – განაცხადა კუპატაძემ.