სექტემბერი 24, 2023

საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტან ზვიად კუპატაძეს ჟურნალისტ მაგდა კლდიაშვილის დასმული კითხვები არ მოეწონა.

ამის გამო კუპატაძემ ჟურნალისტს საზიზღარი ვირთხა უძახა.

კუპატაძემ თავის მეგობრებს მოუწოდა, სოციალურ ქსელში ჟურნალისტის გვერდზე შევარდნენ და საზიზღრობები დაუწერონ.

ყველას ვინც ჟურნალისტს უკანასკნელი სიტყვებით აგინებს, კუპატაძე გულებს უგზავნის.

ყველაფერთან ერთად კუპატაძე საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ თამაშებს გვამადლის.

კუპატაძე კიდევ ბევრ რამეს ამბობს, რასაც წესიერი მამაკაცი არასდროს იკადრებს.

Marca.ge სრულ მხარდაჭერას უცხადებს მაგდა კლდიაშვილს. კუპატაძისთვის რამის მითითების აზრს კი ვერ ვხედავთ: მისი მორალული სახე რაიმე იმედს არ იძლევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *