დეკემბერი 2, 2023

ნეაპოლური  გამოცემა areanapoli.it-ი, „ნაპოლისა“ და „მილანის“ შეხვედრას გამოეხმაურა და მატჩის შემდეგ „ნაპოლის“ გასახდელში არსებული ვითარება გაიხსენა. Areanapoli-ის ცნობით გასახდელში ყველაზე იმედგაცრუებული ხვიჩა კვარაცხელია იყო:

“ის რაც “მილანმა” ნეაპოლში გააკეთა “ნაპოლიმ” დროულად უნდა დაივიწყოს. ეს მარცხი შესაძლოა კარგი გამოდგეს იმ კუთხით, რომ ლუჩიანო სპალეტი აიძულოს ევროპული მატჩებისთვის ცვლილებების გაკეთებაზე იფიქროს.

მაგალითად, კვარაცხელია “ნაპოლის” მწვრთნელის მიერ შემოთავაზებულ სქემაში ცოტათი ჩაკეტილი ჩანდა. კვარაცხელიას უფრო მეტი შესაძლებლობა და მრავალფეროვანი გარემო სჭირდება, ვიდრე მას სპალეტის სათამაშო სქემა სთავაზობს. თუმცა, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით ვიცით, რომ გამბედაობასა და რესურსს არ დაკარგავს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაზე იმედგაცრუებულ ფეხბურთელად ჩანდა. მან მოედანი თავდახრილმა დატოვა და აშკარად განიცდიდა საბოლოო შედეგს.

გასახდელშიც კი დუმდა, დამარცხების გამო სასოწარკვეთილებაში იყო, ზოგიერთმა თანაგუნდელი გაამხნევა, მაგრამ მისი უკმაყოფილება ნამდვილად შესამჩნევი იყო.

გარდა ჩემპიონატში მარცხისა, ქართველს ასევე ძალიან ეტკინა, რომ ნეაპოლში მის სანახავად ჩასულ უამრავ ქართველ გულშემატკივარს ღირსეული შოუ ვერ შესთავაზა”, – ნათქვამია areanapoli.it-ის გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

ცნობისთვის, იტალიური გუნდი „მილანთან“ კიდევ ორ შეხვედრას გამართავს, შემდეგი შეხვედრა კი „ნაპოლი“ – „ლეჩე“-ს წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 7 აპრილს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *