
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცადინეობით „მეცმა“ გასვლაზე „ანსი“ 3:0 დაამარცხა.
ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და იუსეფ მაზიზს საგოლე გადაცემა გაუკეთა.
მიქაუტაძემ ჟან-ფილიპ კრასოს (სენტ ეტიენი) გაუსწრო და 14 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია. გიორგის ანგარიშზე აგრეთვე 6 საგოლე გადაცემაა. მისი სამსახურით ტოპ-5 ლიგის რამდენიმე კლუბი და მათ შორის “უდინეზეა” დაინტერესებული.
„მეცი“ 44 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და 13 მარტს ლიდერ „ჰავრს“ უმასპინძლებს.