
როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას მომდევნო მეტოქე სერია ა-ში ტურინის “იუვენტუსი” იქნება.
ქართველ ფეხბურთელს დიეგო მარადონაზე უმნიშვნელოვანესი და ურთულესი შეხვედრა ელის, რომელსაც სკუდეტოს რბოლაშიც დიდი მნიშვნელობა ექნება.
იტალიური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კვარას ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში უნდა ველოდოთ. იგი ამ თამაშისთვის 100%-ით მზადაა.
აქვე გეტყვით, რომ ეს დაპირისპირება პარასკევს გაიმართება, ჩვენი დროით 23:45 – ზე.