ოქტომბერი 4, 2022

ლა ლიგის 33-ე ტურის შეხვედრაში “ვილიარელი” შინ “ვალენსიას” მიიღებს.

აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისა და “ღამურების” 21 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გამოტოვებს.

საქმე იმაშია, რომ 23 აპრილს “ვალენსიას” კოპა დელ რეის თასის ფინალი “ბეტისის” წინააღმდეგ აქვს სათამაშო.

სწორედ ამიტომ, ხოსე ბორდალასმა წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა და ისინი განაცხადს მიღმა დატოვა.

გიორგი მამარდაშვილი ამ ფორმაციის “ვალენსიას” ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. ასე, რომ გიორგი კოპა დელ რეის ფინალისთვის მოემზადება.

ცნობისთვის, “ვილიარეალისა” და “ვალესნიას” დაპირისპირება თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.