სექტემბერი 15, 2024

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში გიბრალტარი 1:2 დაამარცხა და C ლიგაში საუკეთესო პირველადგილოსანი გუნდის სტატუსი გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების რეკორდი მოხსნა. ფრანგი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა 11 შეხვედრაში არ წააგო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი გახლავთ.

აქამდე აღნიშნული რეკორდი თემურ ქეცბაიას ეკუთვნოდა, რომელსაც ზედიზედ 10 დაუმარცხებელი მატჩი ჰქონდა.

ცნობისთვის, სანიოლის თავოსნობით წაუგებელი სერია კოსოვოსთან გამარჯვებით დაიწყო და უკვე გიბრალტართან მოგებით აგრძელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *