
“Socascore”–მა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის, მერვე რაუნდის სიმბოლური გუნდი დაასახელა, სადაც საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მეკარე-გიორგი მამარდაშვილი მოხვდა.
შეგახსენებთ რომ, ოქტომბერში ჩვენმა ნაკრებმა, საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, კვიპროსის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა. გიორგი მამარდაშვილმა შეძლო კარის მშრალად შენახვა 90 წუთის განმავლობაში და სტუმრებს დიდი ანგარიშით, 4-0 სძლია ნაკრებმა.