
საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ,,პსჟ” საუდის არაბეთს ესტუმრა და ,,ალ-ნასრისა” და ,,ალ-ჰილალის” ვარსკვლავების გაერთიანებულ გუნდს დაუპირისპირდა.
ფეხბურთის გულშემატკივარმა კიდევ ერთხელ იხილა მონატრებული დაპირისპირება მესისა და რონალდუს შორის.
მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა, პარიზელები მე-3 წუთზე ლიონელ მესიმ დააწინაურა. თამაშის 33-ე წუთზე კეილორ ნავასმა საჯარიმოში რონალდუზე დაჯარიმდა, პორტუგალიელმა პენალტი ზუსტად შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. 39-ე წუთზე მოედნიდან ხუან ბერნატი გააძევეს. ფრანგები 43-ე წუთზე მარკინიოსმა წინ გაიყვანა. საინტერესო გამოდგა დამატებული დროც. მე-3 კომფენსირებული წუთზე ნეიმარმა პენალტი გააცუდა, ხოლო დამატებულ მე-6 წუთზე რონალდუმ კვლავ გაიბრწყინდა და ანგარიში გაათანაბრა.
სანახაობრივი გამოდგა მეორე ნახევარიც. 53-ე წუთზე ,,პსჟ” სერხიო რამოსმა დააწინაურა, თუმცა მალევე აღადგინა წონასწორობა იანგ ჰიუნ სუმ. თავისი გოლი შეაგდო კილიან მბაპემაც, მან 60-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.
63-ე წუთზე მოედანი ერთდროულად დატოვა კრიშტიანუ რონალდუმ, ლიონელ მესიმ და ,,პსჟ”-ს სხვა ვარსკვლავებმაც.
78-ე წუთზე ჰუგო ეკიტიკემ სხვაობა 2-მდე გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში (4-5) ანდერსონ ტალისკამ დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელეს.