სექტემბერი 29, 2023

,,კოპა იტალიის” 1/8 ფინალში ერთმანეთს ,,ნაპოლი” და ,,კრემონეზე” დაუპირისპირდნენ. ,,სერია ა”-ს ლიდერები გათამაშების აუტსაიდერებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ.

 

მოედანზე ქართული დაპირისპირება ვერ ვიხილეთ, მატჩში მონაწილეობა არც კვარაცხელიას და არც ლოჩოშვილს არ მიუღია.

 

ანგარიში ,,კრემონეზემ” გახსნა, პიკელის გოლით, ისინი მე-18 წუთზე დაწინაურდნენ. თუმცა ნაპოლიმ გათანაბრება მალე მოახერხა. წონასწორობა 33-ე წუთზე ჟესუსმა აღადგინა,  36-ე წუთზე კი ჯოვანი სიმეონემ ,,ნაპოლი” წინ გაიყვანა.  ,,კრემონეზემ” ბოლომდე იბრძოლა და მატჩის 87-ე წუთზე აფენა ჯანიმ ანგარიში გაათანაბრა.

 

ძირითადი დრო 2-2 დასრულდა, დამატებითმა დრომ კი უგოლოდ ჩაიარა. საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც უფრო ძლიერები ,,კრემონეზეს” ფეხბურთელები აღმოჩნდნენ, მათ ხუთივე პენალტი შეაგდეს, ხოლო ,,ნაპოლის” მხრიდან პენალტი სტანისლავ ლობოტკამ გააცუდა.

 

ლოჩოშვილის გუნდი 1/4 ფინალში ითამაშებს. იმედია ლუკას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება და მას შემდეგ რაუნდში მოედანზე ვიხილავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *