
ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ,,ელ კლასიკო” ვიხილეთ. მატჩი ,,ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა.(1:3)
კატასტროფული მატჩი გამოვიდა მადრიდის ,,რეალისთვის”. მადრიდელებს მთელი მატჩის განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი გამოუვიდათ.
ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა. ლევანდოვსკის პასი გოლად პაბლო გავიმ აქცია, ხოლო 45-ე წუთზე მათ როლები გაცვალეს და გავის პასით გოლი ლევანდოვსკიმ შეაგდო.
მეორე ტაიმშიც ,,ბარსელონა” საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. ანგარიში გამანადგურებელი პედრიმ გახადა 69-ე წუთზე და ბარსა 3 ბურთით დააწინაურა.
პრესტიჟის გოლი კარიმ ბენზემამ შეაგდო 93-ე წუთზე.
ეს პირველი ტიტულია,რომელიც ჩავიმ ბარსას მწვრთნელის რანგში მოიგო